28 აპრილის რეფლექსია
28 აპრილს რამდენიმე ახალი საკითხი განვიხილეთ,
გავეცანით ასევე თამაშრობლობით სწავლებას, რომლის მიმართლად სკეპტიკურად ვარ განწობილი. ამს აკთხზე გვქონდა დისკუსია და ვერც ერთი კონტრ არგუმენტი ვერ მოვისმინე. თუმცა, მალე გვიწევს პროექტის დაწერა, რაც ტავისთავად ამ თანამშრომბლობით სწავლებას მოისაზრებს და მაინტერესებს რამდენად გამომივა იმ მიდგომის ეფექტურად განხორციელება, რომლის ეფექქტიანობაშიც ეჭვი მეპარება.
26 აპრილის რეფლექსია
დავწერეთ პირველი შემაჯამებელი დავალება ქვიზის სახით, რომლიც მოიცავდა ღია და დახურულ კითხვებს. არაფერი რთული ან ახალი არ ყოფილა, ყველაფერი ის, რაც დღემდე გავიარეთ ამ საგანში. ჩემთვის ძალიან კარგი აღმოჩნდა ის ფაქტი რომ, ამ ქვიზის დახმარებით აღმოვაჩინე, რაღაც არასწორად მქონია გაგებული თავის დროზე.
14 აპრილის რეფლექსია
დღეს წარვადგინეთ შემოქმედებითი დავალებები, მე აშკარად სოლო ტაქსონომია ცუდად მქონია გაგებული, თუმცა მხოლოდ მე არ აღმოვჩნდი ესეთი და ქალბატონმა ნინომ ხელახლა აგვიხსნა.
12 აპრილის რეფლექსია
დღეს მე და ჯგუფელებმა წარვადგინეთ ინდივიდუალურად გაკვეთილის გეგმები. მე გეგმის წერისას რამდენიმე უმნიშვნელო ხარვეზი მქონდა გაპარული, თუმცა აღმომაჩნდა სოლიდური შეცდომაც დავალებაში. კერძოდ, მეევსე კლასელ ბავშვებს ვთხოვდი ფისინგის სქემა მოეფიქრებინათ. ლექტორმა ბუნებრივია მიმითითა და ნათლად დამანახა პრობლემა, რის შემდეგაც რა თქმა უნდა გამოვასწორე.
მეტნაკლებად საინტერესო იყო სხვების გეგმების მოსმენაც, თუმცა პირადად ჩემთვის მოსაწყენი თემები იყო.
გაკვეთილის გეგმების წარდგენის შემდეგ აგვიხსნეს რა არის კურიკულუმი, იგივე შექმედებითი დავალება და მისი კრიტერიუმები
შემოქმედებითი დავალება
🎯 შემოქმედებითი დავალება: „ახალი სიცოცხლე ძველ ტექნიკას!“
დავალება განკუთვნილია VI კლასის მოსწავლეებისთივს. სამიზნე ცნებაა ნებისმიერ შემთხვევაში “ინფორმაცია”, შესაძლოა შეითავსოს “კომპოუტერის აგებულება”, “ციფრული მოქალაქეობა”, “ალგორითმი” და “მომხმარებლსი გრაფიკული ინტერფეისი”
📘 დავალების აღწერა:
მოძებნეთ მოძველებული, “დრომოჭმული”, არა აქტუალური ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომლის თანამედროვეობაში პირვანდელი დანიშნულებით გამოყენება ფაქტიურად შეუძლეულია (მაგალითად: ძველი, ძალიან სუსტი ან დაზიანებული ტელეფონი, კომპიუტერი ლეპტოპი, მათი ნაწილი, მონიტორი, CD-პლეერი, მიკროტალღური ღუმელი და ა.შ.) და მოიფიქროთ, როგორ შეიძლება მისთვის ახალი დანიშნულების მიცემა თანამედროვე საჭიროებების გათვალისწინებით. ახალი დანიშნულება, ან მასთან მისასვლელი გზა უნდა ითვალისწინებდეს ჩვენს გაკვეთილებზე განვლილ თემებს. (“გაფუჭენულ უთოს სახრახსნისით გრძელი სახელური მივამაგრე და უთოდ ვიყენებ” არ პასუხსობს დავალებას)
მოწყობილობის წარდგენა
მაქვს ძველი კომპიუტერი მეორე თაობის I3, 3gb ოპერატიული მეხსიერებით, რომლის დანიშნულებაც თავის დროზე იყო ის ყველაფერი, რასაც თანამედროვე კომპიუტერები აკეთებენ, მაგრამ რადგან თანამედროვე საიტები, ფილმები თუ პროგრამები ზომაში იზრდება, ახალი ოპერაციული სისტემები კი თანამედროვე ინსტრუქციებს ითხოვენ როგორც პროცესორის, ასევე გრაფიკული ჩიპისკან, ფაქტიურად ეს მოწყობილობა გამოსადეგარი გახდა და წლებია აივანზე ცენტრალური გათბობის ქვაბის კარადაში გდია,
ახალი დანიშნულება
პრაქტიკული ნაწილი
📜 მაგალითი/პრეზენტაცია:
🛠️ ინსტრუქციები:
- აირჩიეთ ძველი ტექნიკის მოწყობილობა ან ნაწილი.
- გამოიკვლიეთ მისი ძირითადი ფუნქცია და აგებულება.
- დაგეგმეთ ახალი დანიშნულება – მოიფიქრეთ, როგორ და რისთვის შეიძლება მისი ხელახალი გამოყენება.
- შექმენით პროტოტიპი ან მაკეტი (სურვილისამებრ – შესაძლოა ეს იყოს ნახატი, კოლაჟი ან რეალური მოდელი).
- მოამზადეთ მოკლე პრეზენტაცია ან ვიდეო (3-4 წუთი), სადაც წარმოადგენთ:
- მოწყობილობას და მის თავდაპირველ დანიშნულებას
- ახალ იდეას და მიზანს
- როგორ დაგეხმარათ კვლევა და კრეატიული აზროვნება
- რა სირთულეები შეგხვდათ პროცესში
🎯შეფასების რუბრიკა:
გაკვეთილის გეგმა
🧠გაკვეთილის გეგმა
🎯გაკვეთილის მიზნები
გაკვეთილის თემა: ფიშინგი
საგანი: კომპიუტერული ტექნოლოგიები
კლასი: VI
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წუთი
მოსწავლემ შეძლოს:
- ახსნას, რა არის ფიშინგი და როგორ მუშაობს იგი;
- ამოიცნოს ფიშინგ შეტევის სხვადასხვა ფორმები;
- გააცნობიეროს ფიშინგის შესაძლო საფრთხეები;
- განავითაროს კრიტიკული აზროვნება და დაცვითი ქცევები ციფრულ გარემოში;
📌წინარე ცოდნა
📚სასწავლო რესურსები და მასალები
მოსწავლეებს უკვე აქვთ წარმოდგენა შემდეგ ცნებებზე:
- პერსონალური მონაცემები (მაგ. სახელი, გვარი, მისამართი, პაროლი და ა.შ.)
- ჰოსტინგი, დომენი, DNS, HTML და მონაცემთა ბაზების დანშნულება.
- ელფოსტა, ბრაუზერი და ვებგვერდის მუშაობის ძირითადი პრინციპები
- PowerPoint პრეზენტაცია ფიშინგის თემაზე
- QR კოდი ლინკით დემო-ფიშინგ გვერდზე (იმიტირებული, უსაფრთხო მაგალითი)
- ჯგუფური მუშაობისათვის საჭირო ფურცლები, საწერი კალმები
- სავარჯიშო/ტესტი შეჯამებისთვის (გამსვლელი ბარათები Google Forms)
📊გაკვეთილის სტრუქტურა
I. კლასის მოწყობა - 2წთ
მოსწავლეები აწყობენ სამუშაო გარემოს,მერხებს და სკამებს ჯუგური სამუშაოსთვის(6 მოსწავლე თითო ჯგუფში), ამოაქვთ გაკვეთილისთვის საჭირო რესურსები, იმისათვის რომ კომფორტულად ითანამშრომლონ.
II. წინარე ცოდნის დააქტიურება- 2წთ
ვსვამ შემდეგ კითხვებს:
- რა არის ვებგვერდი?
- სად ინახება ვებგვერდი?
- რას აკეთებს კომპიუტერი, როცა ვწერთ „FB.COM“ ბრაუზერში?
პასუხებზე მოსწავლეებს ვაძლევ ზეპირ, განმავითარებელ შეფასებას
III. ახალ თემაზე გადასვლა/მოტივაციის ამაღლება - 4წთ
სატყუარა კითხვით:
„როგორ ფიქრობთ, რანაირად შეიძლება ვინმემ მოგვპაროს Facebook-ის პაროლი, ისე რომ არ იყოს ჰაკერი?“ მოსწავლეებს ვაძლევ შესაძლებლობას გამოხატონ საკითხის ირგვლივ თავიანთი ცოდნა და წინარე ცოდნაზე დაყრნობილი ლოგიკური ვარაუდები.
➡️ მოსწავლეების პასუხები:
თუ მპასუხობენ ტექნიკურად სწორად მაგრამ თემებზე, რომლებიც გაკვეთილის თემას არ ეხება, (მაგალითად MITM, Brute Force, DNS Spoofing, SQL Injection და ა.შ) მოსწავლეებს ძალიან მოკლედ, მაგრად ამომწურავად ვუხსნი ამ მეთოდების მუშაობის პრინციპებს და ვუთითებ, რომ ეს შემდეგი გაკვეთილების თემაა.
თუ მათი პასუხები გაკვეთილის თემასთან ახლოსაა, გადავდივარ უშუალოდ გაკვეთილის შემდეგ ეტაპზე, წინააღმდეგ შემთხევაში ვიყენებ დამხმარე კითხებს გაკვეთილის თემათან მოსაახლოვებლად.
დამხმარე შეკითხვები:
- „ხომ შეიძლება ადამიანი მოატყუონ?“
- „შეიძლება თუ არა, რომ ვიღაცას თავი სხვა პიროვნებად მოაჩვენო?“
➡️ თუ მოსწავლეები თავად არ ახსენებენ, მე მომყავს თვალსაჩინო სოციალური ინჟინერიის მაგალითი:
მაგალითი:
თქვენთან სახლში მოდის პოლიციელის ფორმიანი ადამიანი, გეცნობათ როგორც ლეიტენანტი ბიწაძე. გეუბნებათ რომ გუშინ ღამით თქვენი საცხოვრებელი ფართის წინ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, არიან მძიმედ დაჭრილები. უნდა დაგკითხოთ და თქვენი ჩვენება ჩავიწეროო. თქვენ აძლებთ თანხმობას, მოთხოვნის შესაბამისად წარუდგენთ პირადობას, რომელსაც გიბრუნებენ უკან. იწერენ თქვენს ჩვენებას, ყოველი შემთხვევისთვის ტელეფონის ნომერს და მიდიან. ეხლა აქ რა ხდება. ეს ადამიანი არ იყო პოლიციელი. ქუდზე მიმაგრებულ ემბლემაში, ქონდა ჩამონწაჟებული მაღალი რეზოლუციის კამერა. ვიდეო ჩანაწერიდან ამოიღო პირადობის კადრები, დაბეჭდა პლატმასის ბარათზე. გრიმით, პარიკით და სხვა საშუალებებით თქვენ მიგემსგავსათ მასიმალურად, ან საერთოდაც ვიდეო ჩანაწერიდან თქვენი სახის 3D მოდელი შექმნა და 3D პრინტერით დაბეჭდა. ამ ყველაფრით, მან ღამით, როცა თქვენ გეძინათ, ონლაინ ვაიარა ვერიფიკაცია თქვენი მობილური ოპერატორის საირზე, აღადგინა თქვენი ტელეფონის ნომრის ელექტრონული ვერსია (ESIM) და FORGOT PASSWORD ით, მარტივად წაგართვად ყველა ამ ნომერთან დაკავშირებული ანგარიში
IV. ახსნა: რა არის ფიშინგი? - 3წთ
ვაჯამებ მოსწავლეების აზრებს და გადავცემ შემდეგ ინფორმაციას:
ფიშინგი – ციფრული თაღლითობის ფორმაა, როდესაც თავდამსხმელი ცდილობს მოიპოვოს მომხმარებლის პირადი ინფორმაცია (მაგ: პაროლი, ბარათის ნომერი) მოტყუებით.
📌 ფიშინგის ფორმები:
- ე.წ. „ბანკისგან მოსული“ ელექტრონული წერილები
- ყალბი ვებსაიტები
- SMS შეტყობინებები
- QR კოდები
- ზარები სანდო ორგანიზაციის სახელით
ახსნის პროცესში ვიყენებ პრეზენტაციას
VI. ჯგუფური დავალება - 5წთ
დავალება:
ფიშინგისგან თავის დაცვა.
ინსტრუქცია:
- გაიხსენეთ ან მოიძიეთ და წარმოადგინეთ თქვენი აზრით საკმაოდ ეფექტური ფიშინგის სქემა.
- აღწერეთ მისი მუშაობის პრინციპი.
- აღწერეთ შესაძლო საფრთხეები.
- აუცილებლად წამრმოადგინეთ მისგან თავის დაცვის გზა!
დაფიქრება: გამოიყენონ რეალისტური ენა, დიზაინი, იდეა.
VI. პრეზენტაცია - 24წთ (6 ჯგუფი * 4)
თითოეული ჯგუფი წარადგენს თავის იდეას.
📌 შეფასება:
- ვუსვამ კითხვებს ჯგუფებს
- ვაფასებ, რამდენადსანდოა მოძიებული ინფორმაცია
- ვაფასებ, რამდენად ეფექტიანი შემოთავაზებული თავის დაცვის გზები
VII. შეჯამება და დავალება - 5წთ
📌 შეჯამება:
- რა ვისწავლეთ?
- როგორ შეიძლება ფიშინგის ამოცნობა?
- რას ვაკეთებთ, თუ ვიღებთ საეჭვო შეტყობინებას?
📌 დავალება სახლში:
გამსვლელი ბარათი-ს შევსება
განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა
ქვემოთ შეგიძლია გაეცნოთ შეფასების ინსტრუმენტს თემაზე “ფიშინგი”
კრიტერიუმი | 4 – ქულა | 3 – ქულა | 2 ქულა | 1 – ქულა |
თემის ცოდნა და გასაგებად გადმოცემა | ნათლად და სწორად განმარტებულია ფიშინგის პრინციპი, სახეობები და საფრთხეები; მოცემულია კონკრეტული, შინაარსობრივი მაგალითები | ფიშინგის ძირითადი მახასიათებლები ახსნილია სწორად, თუმცა ზოგადი ფორმით ან მცირე ხარვეზებით | წარმოდგენილია ზედაპირული ან არაზუსტი ახსნები, თემის ნაწილობრივ გასაგებად გადმოცემა | მოსწავლეებს უჭირთ თემის ახსნა ან არასწორად გადმოსცემენ ინფორმაციას |
პრეზენტაციის სტრუქტურა და სიზუსტე | პრეზენტაციას აქვს შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა; იდეები თანმიმდევრულად არის წარმოდგენილი | სტრუქტურა ძირითადად დაცულია; ზოგი ნაწილი ბუნდოვანია ან ზედმეტად მოკლე | სტრუქტურა ნაწილობრივ დაცულია, ხშირად იკარგება მთავარი ხაზი | არ აქვს მკაფიო სტრუქტურა; არ ჩანს ორგანიზებული მიდგომა |
ჯგუფური თანამშრომლობა | ჯგუფის წევრები თანაბრად არიან ჩართულნი, ეფექტურად თანამშრომლობენ | თანამშრომლობა შეინიშნება, თუმცა ერთეული წევრები აქტიურობენ | ზოგიერთი წევრი თითქმის არ არის ჩართული; თანამშრომლობა სუსტია | არ არის ჯგუფური მუშაობის ნიშნები; ძირითადად ერთმა/ორითმა მოამზადა |
ტექნიკური უნარები (PowerPoint/Canva/Scratch და სხვ.) | გამოყენებულია ფუნქციონალური, გასაგები დიზაინი, ჩასმულია სურათები ან მედია ელემენტები მიზნობრივად | გამოყენებულია ძირითადი ფუნქციები; ზოგან არათანმიმდევრულად | გამოიყენეს მინიმალური ტექნიკური შესაძლებლობები; ზოგ შემთხვევაში არაკორექტულად | ტექნიკური ხარვეზები მნიშვნელოვნად უშლის ხელს შინაარსის აღქმას |
სოლო ტაქსონომიის განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი
სოლო ტაქსონომიის განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი
ქვემოთ შეგიძლია გაეცნოთ შეფასების ინსტრუმენტს თემაზე “ფიშინგი”
დონე | მოსწავლის ცოდნის დონე | მოსწავლის შესაძლო პასუხი | განმავითარებელი კითხვები/დავალებები |
წინსტრუქტურული | მოსწავლე თემაში ვერ ერკვევა; პასუხი არასწორია ან აცდენილია თემას | „ფიშინგი რაღაცა თევზაობასთანაა დაკავშირებული ხო? ზუსტად არ ვიცი“ | -გაქვს ოდესმე მიღებული საეჭვო წერილი ან ბმული? |
უნისტრუქტურული | ასახელებს მხოლოდ ერთ ელემენტს, ავლენს ზედაპირული ცოდნას. | „ფიშინგი რაღაცნაირად ჰაკერობასტანაა დაკავშირებული?“ | -როგორ გგონია, რა შეიძლება მოჰყვეს ასეთი წერილზე პასუხს? |
მულტი-სტრუქტურული | ასახელებს რამდენიმე ასპექტს, მაგრამ კავშირი არ ჩანს | „ფიშინგი ხდება ელფოსტით, სმს-ით, ყალბი ვებსაიტებით. შეიძლება მოითხოვონ პაროლი ან ბარათის კოდი.“ | -რატომ იყენებენ სხვადასხვა მეთოდს? |
რელაციური | კავშირებს ამყარებს ინფორმაციას შორის, აზროვნებს სისტემურად | „ფიშინგი ხდება ელფოსტით, სმს-ით, ყალბი ვებსაიტებით. შეიძლება მოითხოვონ პაროლი ან ბარათის კოდი.“ | -როგორ ამოიცნობ ფიშინგის შეტყობინებას? |
რელაციური | განაზოგადებს ცოდნას, ავითარებს იდეებს ახალ კონტექსტში | „ფიშინგი ციფრული სოციალური ინჟინერიის ნაწილია — ადამიანები არიან სუსტი რგოლები და სწორედ მათ სისუსტეებს იყენებენ ბოროტმოქმედები სასურველი ინფორმაციის უკანონოდ მოსაპოვბლად. ვფიქრობ, სკოლებშიც უნდა იყოს სავალდებულო კიბერუსაფრთხოების სწავლება. მსგავსი ხრიკები შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიტიკურ მანიპულაციებშიც“ | -როგორ შეიძლება შენი იდეის რეალიზება სკოლაში? |
5 აპრილის რეფლექსია
დღევეს გაკვეთილის გეგმებზე ვისაუბრეთ. მოვისმინეთ თეორიულად რაა როგორ და ასევე განვიხილეთ კონკრეტული მაგალითებიც.
24 მარტის რეფლექსია
დღევანდელი ლექცია რამდენიმე თემას შეეხებოდა. პირველი ნაწილის blogspot.com ზე ბლოგის შექმნას შეეხო, რაც ჩემთვის საინტერესო არ ყოფილა, რადგან რადგან ვებ დეველოპმენტში რაღაცა გამეგება და ლექტორმა ნება დამრთო ბლოგი ნებისმიერ ძრავზე მეწარმოებინა.
მეორე ნაწილი შეფასების ტიპებს შეეხო, რაც თითქოს გავლილი გვქონდა “სწავლება და შეფასება”-ში მაგრამ, ამ კურსზე ნაცნობი საკითხები უფრო სიღრმისეულად ამიხსნეს და შეფასების ახალ ტიპებზეც მომიყვნენ. პედაგოგისთვის მოსწავლის სამართლიანად და გამჭვირვალედ შეფასება უმნიშნელოვანესია, ასე რომ მეტად სასარგებლო და საჭირო ლექცია გამოდგა ჩემთვის.




