ქვემოთ შეგიძლია გაეცნოთ შეფასების ინსტრუმენტს თემაზე “ფიშინგი”
კრიტერიუმი | 4 – ქულა | 3 – ქულა | 2 ქულა | 1 – ქულა |
თემის ცოდნა და გასაგებად გადმოცემა | ნათლად და სწორად განმარტებულია ფიშინგის პრინციპი, სახეობები და საფრთხეები; მოცემულია კონკრეტული, შინაარსობრივი მაგალითები | ფიშინგის ძირითადი მახასიათებლები ახსნილია სწორად, თუმცა ზოგადი ფორმით ან მცირე ხარვეზებით | წარმოდგენილია ზედაპირული ან არაზუსტი ახსნები, თემის ნაწილობრივ გასაგებად გადმოცემა | მოსწავლეებს უჭირთ თემის ახსნა ან არასწორად გადმოსცემენ ინფორმაციას |
პრეზენტაციის სტრუქტურა და სიზუსტე | პრეზენტაციას აქვს შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა; იდეები თანმიმდევრულად არის წარმოდგენილი | სტრუქტურა ძირითადად დაცულია; ზოგი ნაწილი ბუნდოვანია ან ზედმეტად მოკლე | სტრუქტურა ნაწილობრივ დაცულია, ხშირად იკარგება მთავარი ხაზი | არ აქვს მკაფიო სტრუქტურა; არ ჩანს ორგანიზებული მიდგომა |
ჯგუფური თანამშრომლობა | ჯგუფის წევრები თანაბრად არიან ჩართულნი, ეფექტურად თანამშრომლობენ | თანამშრომლობა შეინიშნება, თუმცა ერთეული წევრები აქტიურობენ | ზოგიერთი წევრი თითქმის არ არის ჩართული; თანამშრომლობა სუსტია | არ არის ჯგუფური მუშაობის ნიშნები; ძირითადად ერთმა/ორითმა მოამზადა |
ტექნიკური უნარები (PowerPoint/Canva/Scratch და სხვ.) | გამოყენებულია ფუნქციონალური, გასაგები დიზაინი, ჩასმულია სურათები ან მედია ელემენტები მიზნობრივად | გამოყენებულია ძირითადი ფუნქციები; ზოგან არათანმიმდევრულად | გამოიყენეს მინიმალური ტექნიკური შესაძლებლობები; ზოგ შემთხვევაში არაკორექტულად | ტექნიკური ხარვეზები მნიშვნელოვნად უშლის ხელს შინაარსის აღქმას |



