სოლო ტაქსონომიის განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი
ქვემოთ შეგიძლია გაეცნოთ შეფასების ინსტრუმენტს თემაზე “ფიშინგი”
დონე | მოსწავლის ცოდნის დონე | მოსწავლის შესაძლო პასუხი | განმავითარებელი კითხვები/დავალებები |
წინსტრუქტურული | მოსწავლე თემაში ვერ ერკვევა; პასუხი არასწორია ან აცდენილია თემას | „ფიშინგი რაღაცა თევზაობასთანაა დაკავშირებული ხო? ზუსტად არ ვიცი“ | -გაქვს ოდესმე მიღებული საეჭვო წერილი ან ბმული? |
უნისტრუქტურული | ასახელებს მხოლოდ ერთ ელემენტს, ავლენს ზედაპირული ცოდნას. | „ფიშინგი რაღაცნაირად ჰაკერობასტანაა დაკავშირებული?“ | -როგორ გგონია, რა შეიძლება მოჰყვეს ასეთი წერილზე პასუხს? |
მულტი-სტრუქტურული | ასახელებს რამდენიმე ასპექტს, მაგრამ კავშირი არ ჩანს | „ფიშინგი ხდება ელფოსტით, სმს-ით, ყალბი ვებსაიტებით. შეიძლება მოითხოვონ პაროლი ან ბარათის კოდი.“ | -რატომ იყენებენ სხვადასხვა მეთოდს? |
რელაციური | კავშირებს ამყარებს ინფორმაციას შორის, აზროვნებს სისტემურად | „ფიშინგი ხდება ელფოსტით, სმს-ით, ყალბი ვებსაიტებით. შეიძლება მოითხოვონ პაროლი ან ბარათის კოდი.“ | -როგორ ამოიცნობ ფიშინგის შეტყობინებას? |
რელაციური | განაზოგადებს ცოდნას, ავითარებს იდეებს ახალ კონტექსტში | „ფიშინგი ციფრული სოციალური ინჟინერიის ნაწილია — ადამიანები არიან სუსტი რგოლები და სწორედ მათ სისუსტეებს იყენებენ ბოროტმოქმედები სასურველი ინფორმაციის უკანონოდ მოსაპოვბლად. ვფიქრობ, სკოლებშიც უნდა იყოს სავალდებულო კიბერუსაფრთხოების სწავლება. მსგავსი ხრიკები შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიტიკურ მანიპულაციებშიც“ | -როგორ შეიძლება შენი იდეის რეალიზება სკოლაში? |



