31 მაისის რეფლექსია
31 მაისს ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ იწერება პროექტი, განვიხილეთ რამდენიმე კონკრეტული მაგალითი და მივიღეთ დავალებად მსგავსი პროექტის დაწერა რომელის წარსადგენია 2 ან 7 ივნისს.
24 მაისის რეფლექსია
1 ივნისს ვწერ ამ რეფლექსია 23:25 ზე. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ვერაფრით ვერ ვიხსენებ რას ეხებოდა 24 მაისის ლექცია. თუმცა ნათლად მახსენდება ქალბატონი ნინოს სიტყვები, რომ რეფლექსია დაწერეთ იმავე დღეს, რათა გონებიდან არ ამოგივარდეთ რაღაც დეტალებიო.
პროექტი
პროექტი: საგანმანათლებლო ვიდეოების შექმნა და YouTube-ზე გამოქვეყნება
საფეხური: საბაზო
კლასი: V, VI
პროექტის მიზანი
მოსწავლეები შექმნიან საგანმანათლებლო ვიდეოებს ინფორმატიკის სხვადასხვა თემებზე და გამოაქვეყნებენ YouTube-ზე, რაც ხელს შეუწყობს სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის განმტკიცებას, მათი ციფრული კომპეტენციების განვითარებას, კრეატიული აზროვნებისა, ჯგუფური უნარების განვითარებას და ცოდნის გაზიარების უნარების განვითარებას.
სტანდარტთან შესაბამისობა
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
- სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას
- მულტიმედიური კონტენტის შექმნა და რედაქტირება
- ციფრული პლატფორმების უსაფრთხო გამოყენება
- ონლაინ კომუნიკაციის ეთიკური ნორმების დაცვა
- საინფორმაციო რესურსების კრიტიკული ანალიზი
წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან:
- კომპიუტერული პროგრამების საფუძვლები
- ინტერნეტში ნავიგაცია და ინფორმაციის მოძიება
- ფაილების მართვა და ორგანიზება
- საპრეზენტაციო პროგრამების ძირითადი ფუნქციები
- ტექსტური რედაქტორის გამოყენება
პროექტის ხანგრძლივობა
6 კვირა
პროექტის მსვლელობა
პირველი კვირა – დაგეგმვა და კვლევა
მოსწავლეები გადაანაწილეთ ჯგუფებში (ჯგუფში 3-4 მოსწავლე) და გააცანით ჯგუფში მუშაობის წესები. ყოველ ჯგუფში დანიშნეთ პროექტ მენეჯერი, კრეატიული დირექტორი, ტექნიკური ექსპერტი და კონტენტ მენეჯერი.
შესაძლო თემები:
- ინტერნეტ უსაფრთხოება და კიბერ ზღვარები
- ალგორითმები და პროგრამირების საფუძვლები
- ვებ-დიზაინის ძირითადი პრინციპები
- ციფრული ეთიკა და საავტორო უფლებები
- კომპიუტერული ქსელები და ინტერნეტის მუშაობის პრინციპი
- ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება
- მონაცემთა დაცვა და კონფიდენციალურობა
- კომპიუტერული ვირუსები და მათგან დაცვა
- ციფრული მოქალაქეობა
- გლობალური ქსელის ისტორია და განვითარება
აქტივობა 1
ჯგუფები ირჩევენ თემას და ახდენენ საკვლევი მიმართულების განსაზღვრას. იწყებენ ინფორმაციის შეგროვებას სანდო წყაროებიდან, ქმნიან ლიტერატურის ნუსხას და კვლევით შეკითხვებს.
შეავსებენ თემის კვლევის ფორმას:
- რატომ არის მნიშვნელოვანი ეს თემა?
- ვის უნდა იცოდეს ეს ინფორმაცია?
- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები?
- რა მცდარი წარმოდგენები არსებობს ამ თემაზე?
აქტივობა 2
ჯგუფები ქმნიან დეტალურ კვლევას თავიანთ თემაზე და ახდენენ არსებული ვიდეო კონტენტის ანალიზს YouTube-ზე. შეისწავლიან 5-7 მსგავს ვიდეოს და ახდენენ მათ კრიტიკულ შეფასებას.
შექმნიან ანალიზის ცხრილს:
- რა არის კარგი ამ ვიდეოებში?
- რა შეიძლება გაუმჯობესდეს?
- როგორ განვასხვავოთ ჩვენი ვიდეო?
- ახალი რა შეგვიძლია დავამატოთ?
აქტივობა 3
ჯგუფები განსაზღვრავენ მიზნობრივ აუდიტორიას და ვიდეოს ძირითად მიზნებს. ქმნიან “პერსონას” – წარმოსახვით მაყურებელს, რომლისთვისაც შექმნიან ვიდეოს.
პერსონას აღწერა უნდა მოიცავდეს:
- ასაკს და განათლების დონეს
- ინტერესებს და ჰობებს
- ტექნოლოგიური ცოდნის დონეს
- რატომ უნდა ნახოს ეს ვიდეო
მეორე კვირა – სცენარის შემუშავება
აქტივობა 4
ჯგუფები იწყებენ ვიდეოს სტრუქტურის დაგეგმვას. ისწავლიან ვიდეო კონტენტის სტანდარტულ სტრუქტურას:
- შესავალი (Hook) – 15-30 წამი
- პრობლემის/თემის წარდგენა – 1 წუთი
- ძირითადი ნაწილი – 4-5 წუთი
- რეზიუმე/დასკვნა – 30-45 წამი
- მოწოდება მოქმედებისკენ – 15-30 წამი
შექმნიან ვიდეოს რუკას (video map, იგივე time code) სადაც დეტალურად აღწერენ თითოეული ნაწილის შინაარსს.
აქტივობა 5
ჯგუფები ქმნიან დეტალურ სცენარს. იწერენ ყველა სიტყვას, რომელიც ითქმება ვიდეოში, განსაზღვრავენ ვიზუალურ ელემენტებს და გარდამავალ ეფექტებს.
სცენარი უნდა მოიცავდეს:
- ზუსტ ტექსტს თითოეული გამომსვლელისთვის
- ვიზუალური მასალის აღწერას
- ტექნიკური ინსტრუქციების მითითებას
- ქრონომეტრაჟს (timing)
აქტივობა 6
ჯგუფები ქმნიან სთორიბორდს – ვიზუალურ გეგმას, რომელიც აჩვენებს ვიდეოს თითოეულ სცენას. თითოეული “ფრეიმი” უნდა შეიცავდეს:
- ესკიზს ან აღწერას იმისა, რას ნახავს მაყურებელი
- კამერის პოზიციის მითითებას
- სპეციალური ეფექტების მითითებას
- ხმოვანი კომენტარის ან მუსიკის მითითებას
გაანაწილებენ როლების:
- ვის რა როლი ექნება ვიდეოში?
- ვინ იქნება პასუხისმგებელი კამერაზე?
- ვინ მართავს ტექნიკურ ასპექტებს?
მესამე კვირა – ტექნიკური მომზადება
აქტივობა 7
ჯგუფები ეცნობიან ვიდეო ჩაწერის ტექნიკურ ასპექტებს. ისწავლიან:
- კამერის (ან ტელეფონის) სწორ პოზიციონირებას
- განათების მნიშვნელობას და ხერხებს
- ხმის ხარისხის უზრუნველყოფას
- ფონის მომზადებას
პრაქტიკული ვარჯიში: თითოეული ჯგუფი აკეთებს მოკლე (30 წამიან) ტესტ ჩაწერას და აფასებს ხარისხს.
აქტივობა 8
ჯგუფები ისწავლიან ეკრანის ჩაწერის (Screen Recording) ტექნიკას. ეცნობიან პროგრამებს:
- OBS Studio – უფასო და ძლიერი ხელსაწყო
- Windows-ის ჩაშენებული Game Bar
- მობილური ვერსიები ტელეფონებისთვის
ისწავლიან პრეზენტაციების ჩაწერას, ვებ-გვერდების დემონსტრირებას და კოდირების პროცესის გაზიარებას.
აქტივობა 9
ჯგუფები ქმნიან ვიზუალურ მასალას ვიდეოსთვის:
- ილუსტრაციები და დიაგრამები (Canva, GIMP)
- ინფოგრაფიკა
- ანიმაციური ელემენტები
- ლოგოები და ბრენდინგი
შეისწავლიან საავტორო უფლებების საკითხებს და ისწავლიან უფასო რესურსების გამოყენებას.
მეოთხე კვირა – ჩაწერა და პროდუქცია
აქტივობა 10
ჯგუფები იწყებენ მთავარი ვიდეო მასალის ჩაწერას. თითოეული ჯგუფი მუშაობს გრაფიკის მიხედვით.
ჩაწერის სია:
- შესავალი სეგმენტი
- ძირითადი ლექცია/აუხსნელი ნაწილი
- დემონსტრაციები და მაგალითები
- ინტერვიუები (თუ საჭიროა)
- დამხმარე მასალა
აქტივობა 11
ჯგუფები ახდენენ დამატებითი მასალის ჩაწერას:
- ვოისოვერები (თუ საჭიროა)
- ფუტაჟი (დამატებითი ვიზუალური მასალა)
- ინტროს და აუტროს ჩაწერა
- გარდამავალი ეფექტებისთვის მასალა
ყოველი ჩაწერის შემდეგ ახდენენ მასალის შეფასებას და საჭიროებისამებრ ხელახლა ჩაწერას.
აქტივობა 12
ჯგუფები ორგანიზებას ახორციელებენ ყველა ჩაწერილი მასალის:
- ფაილების სათანადო დასახელება
- ფოლდერების სტრუქტურის შექმნა
- მასალის ბექაპის გაკეთება
- რედაქტირებისთვის მომზადება
მეხუთე კვირა – მონტაჟი და რედაქტირება
აქტივობა 13
ჯგუფები ისწავლიან ვიდეო რედაქტირების პროგრამებს. შეარჩევენ ერთ-ერთს:
- DaVinci Resolve (პროფესიონალური, უფასო)
- OpenShot (მარტივი და ინტუიტიური)
- CapCut (მობილური და დესკტოპ ვერსია)
- Filmora (ადვილი გამოსაყენებლად)
ისწავლიან ძირითად ფუნქციებს:
- კლიპების იმპორტი და ორგანიზება
- ტაიმლაინზე მუშაობა
- ძირითადი ჭრა და რედაქტირება
- ეფექტების და გარდამავალების დამატება
აქტივობა 14
ჯგუფები იწყებენ ვიდეოების მონტაჟს:
- რაფ ედიტის (Rough Edit) შექმნა – ძირითადი სტრუქტურა
- ფაინ ედიტის (Fine Edit) შექმნა – დეტალების დამუშავება
- ფონური მუსიკის და ხმოვანი ეფექტების დამატება
- ტიტრების და ტექსტის ჩამატება
უვლით ყოველ ჯგუფს ინდივიდუალურად და ეხმარეთ ტექნიკურ საკითხებში.
აქტივობა 15
ჯგუფებიაძლევენ ვიდეოს საბოლოო სახეს:
- ვიდეოს პროპორციების შერჩევა
- ხმის დონის გათანაბრება
- ფონური ხმაურის მოშორება
- ფერების კორექცია
მეექვსე კვირა – გამოქვეყნება და პრეზენტაცია
აქტივობა 16
ჯგუფები ამზადებენ YouTube-ისთვის საჭირო მასალას:
- ვიდეოს ყდის (Thumbnail) დიზაინი
- სათაურის ოპტიმიზაცია
- ვიდეოს აღწერის მომზადება
- ტეგების შერჩევა
- კატეგორიის განსაზღვრა
ისწავლიან YouTube SEO-ს საფუძვლებს:
- როგორ გახადონ ვიდეო მოძებნადი?
- რა „კლიკბეითები“ მუშაობს?
- როგორ მოიზიდონ მაყურებლები?
აქტივობა 17
ჯგუფები ახდენენ ვიდეოების YouTube-ზე ატვირთვას მასწავლებლის ზედამხედველობით:
- კონფიდენციალურობის პარამეტრების დაყენება
- ეკრანის განლაგება მობილურ მოწყობილობებისთვის
- End Screens და Cards-ის დამატება
- ავტომატური სუბტიტრების გენერირება
განიხილავენ ვიდეოების ანალიტიკის საფუძვლებს და როგორ მიყვნენ მაყურებლების რეაქციას.
აქტივობა 18
კლასი აუდიტორიის წინაშე აკეთებს შექმნილი ვიდეოების პრეზენტაციას. ყოველი ჯგუფი (10-15 წუთი):
- წარადგენს თავის ვიდეოს
- აუხსნის შემოქმედებით პროცესს
- გაუზიარებს YouTube-ის ბმულს
- განიხილავს წარმოქმნილ გამოწვევებს
- ისაუბრებს მიღებულ გამოცდილებაზე
ყოველი პრეზენტაციის შემდეგ ხდება Q&A სესია და კონსტრუქციული უკუკავშირი.
შეფასების საგანი და პროცედურები
ვიდეო პროექტის შეფასებისას ყურადღება მიაქციეთ:
- კვლევის სიღრმეს და ინფორმაციის სიზუსტეს
- შინაარსის საგანმანათლებლო ღირებულებას
- ვიდეოს ტექნიკურ ხარისხს და მონტაჟს
- კრეატიულობას და ორიგინალურობას
- მნახველთან კომუნიკაციის ეფექტურობას
- ჯგუფური მუშაობის ხარისხს
- დროის მენეჯმენტს და პროცესის ორგანიზებას
საგანმანათლებლო ვიდეოს შეფასების რუბრიკა
შეფასების ტიპი: განმავითარებელი და განმსაზღვრელი
|
კრიტერიუმი |
1 ქულა |
2 ქულა |
3 ქულა |
4 ქულა |
|
შინაარსის სისწორე და სიღრმე |
ვიდეოში მოცემული ინფორმაცია არასწორია |
ვიდეოში მოცემული ინფორმაცია ნაწილობრივ სწორია, მაგრამ ზედაპირული და არასრული |
ვიდეოში მოცემული ინფორმაცია უმეტესად სწორი და საკმარისად დეტალურია |
ვიდეოში მოცემული ინფორმაცია სრულად სწორი, ღრმა და ყოვლისმომცველია, ნათელი კონცეფციით |
|
ტექნიკური ხარისხი |
ვიდეო ხარისხი ძალიან ცუდია, ხმა გაუგონარია, სურათი უხარისხოა |
ვიდეო ხარისხი საშუალოა, მცირე ტექნიკური პრობლემებია. |
ვიდეო ხარისხი კარგია, ხმა ნათელია, ტექნიკური პრობლემები მინიმალურია |
ვიდეო ხარისხი ძალიან მაღალია, პროფესიონალურად არის შესრულებული, შესანიშნავი ხმა და ვიზუალი |
|
მნახველის ჩართულობა |
ვიდეო არ იზიდავს ყურადღებას, მოსაწყენია, ცუდი სტრუქტურა |
ვიდეო ნაწილობრივ საინტერესოა, მაგრამ ხშირად კარგავს ყურადღებას |
ვიდეო საინტერესოა და უმეტესად ინარჩუნებს ყურადღებას, კარგი ნარატივი |
ვიდეო ძალიან საინტერესო და სრულად იკავებს მნახველის ყურადღებას, შესანიშნავი დინამიკა |
|
ჯგუფური მუშაობა |
ჯგუფის წევრები ნაკლებად თანამშრომლობდნენ, აშკარა კონფლიქტები |
ჯგუფი ნაწილობრივ ეფექტურად მუშაობდა, მცირე კოორდინაციის პრობლემები |
ჯგუფი უმეტესად ეფექტურად მუშაობდა, კარგი როლების განაწილება |
ჯგუფი ძალიან ეფექტურად და ჰარმონიულად მუშაობდა, შესანიშნავი კომუნიკაცია |
|
კვლევა და მომზადება |
კვლევა ზედაპირული, არ არის სანდო წყაროები |
კვლევა საშუალოა, რამდენიმე სანდო წყარო |
კვლევა კარგია, მრავალფეროვანი წყაროები |
კვლევა შესანიშნავია, სრული ანალიზი, მრავალფეროვანი და სანდო წყაროები |
თვითშეფასების რუბრიკა
ყოველი ეტაპის შემდეგ ჯგუფების წევრებმა შეავსონ თვითშეფასების ფორმა:
|
კრიტერიუმი |
მჭირდება მუშაობა |
ნაწილობრივ შევასრულე |
კარგად შევასრულე |
შესანიშნავად შევასრულე |
|
კვლევა და ინფორმაციის შეგროვება |
მოვიძიეთ მცირე ინფორმაცია |
მოვიძიეთ საშუალო რაოდენობის ინფორმაცია |
მოვიძიეთ ღირებული ინფორმაცია მრავალი წყაროდან |
ჩავატარეთ ღრმა კვლევა სანდო წყაროებით |
|
სცენარის მომზადება |
სცენარი არასრულია |
სცენარი მოიცავს ძირითად იდეებს |
სცენარი დეტალურია და სტრუქტურირებული |
სცენარი პროფესიონალურია და კრეატიული |
|
ტექნიკური უნარები |
ვერ ვიყენებთ ტექნიკას |
ძირითადი ფუნქციები შევისწავლეთ |
კარგად ვიყენებთ ტექნიკას |
ექსპერტულად ვიყენებთ ყველა ხელსაწყოს |
|
თანამშრომლობა ჯგუფში |
ხშირი კონფლიქტები |
ზოგჯერ კარგად ვთანამშრომლობთ |
უმეტესად ეფექტურად ვმუშაობთ |
შესანიშნავი ჯგუფური დინამიკა |
რეფლექსია – პროექტის დასრულების შემდეგ
ყოველი მოსწავლე წერს რეფლექსიას (300-500 სიტყვა) შემდეგ კითხვებზე:
- რა ყველაზე რთული იყო ამ პროექტში?
- რა ახალი უნარი შევისწავლეთ?
- როგორ შეიძლება ეს ცოდნა გამოვიყენოთ მომავალში?
- რას შევცვლიდით, რომ პროექტი უკეთ წარმართულიყო?
- რამ გააკვირვათ საკუთარ თავში ამ პროექტის განმავლობაში?
19 მაისის რეფლექსია
დღეს ჩემთვის ამ სალექციო კურსის ფარგლებში ყველაზე საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია მივიღე. ლექცია ეხებოდა რესურსების შექმნას. გავეცანით რამდენი სერვისს რომელთა დახმარებითაც მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება, წინარე ცოდნის გააქტიურება, მათი გამოკითხვა და ა.შ ხდება ბევრად მრავალფეროვანი ვიდრე ტრაციული მეთოდებით და ტრადიციულ მეთოდებში ვგულისხმობ google forms საც. დღეს მიღებულ ცოდნას ჩემს მომავალ პედაგოგიურ პრაქტიკაში აუცილებლად გამოვიყენებ.
5 მაისის რეფლექსია
განვიხილეთ ჩემი და კიდევ 2 კურსელის ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმები და გავეცანით მიკრობიტის მიკრო კონტროლერს, მისი მუშაობის ძირითად პრინციპებს და რამდენიმე პრაქტიკული დავალებაც შევასრულეთ.
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
🧠გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა: ტემპერატურის გაზომვა არდუინოს გამოყენებით
სამიზნე ცნება: ალგორითმი/ინტერნეტი
საგანები: კომპიუტერული ტექნოლოგიები და ბუნებისმეტყველება
კლასი: VI
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წუთი
🎯 გაკვეთილის მიზმებია:
- მოსწავლეს განუვითარდეს ვალიდური ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი.
- მოსწავლემ გააცნობიეროს ტემპერატურის ცნება და სენსორის მუშაობის პრინციპი.
- შეძლოს თერმო სენსორს არდუინოზე სწორი სქემით დაერთება;
- მოსწავლემ დაწეროს და ახსნას მარტივი პროგრამული კოდი ტემპერატურის გამოსატანად;
📌წინარე ცოდნა
⚙️საჭირო რესურსები
- ელექტრონული სქემების ელემენტარული გაგება – მოსწავლეებმა იციან რა არის სენსორი, რაზეც არის შეერთებული და როგორ უკავშირდება არდუინოს;
- Arduino-ს ელემენტარული წარმოდგენა – იციან რომ ეს არის მიკროკონტროლერი, რომლის პროგრამირებაც შესაძლებელია;
- Breadbord – ის ფუნქცია და მისი გამოყენება შეუძლიათ.
- პროგრამული კოდის ძირითადი სტრუქტურა – რა არის
setup()დაloop()ფუნქციები; - სერიალური მონიტორის გამოყენება – მონაცემების ხილვა კომპიუტერზე.
- არდუინო უნო (1 თითოეულ ჯგუფზე)
- ტემპერატურის სენსორი (LM35 ან DHT11)
- Breadboard, კაბელები
- კომპიუტერები Arduino IDE-ით
- პროექტორი
📊გაკვეთილის სტრუქტურა
I. მისალმება - 2წთ
ვესალმები მოსწავლეებს. ვაცნობ მათ ბუნებისმეტყველების მასწავლებელს და მოკლედ ვუყვები დღევანდელი გაკვეთილის გეგმების შესახებ
II. კლასის მოწყობა - 2წთ
მოსწავლეები აწყობენ სამუშაო გარემოს,მერხებს და სკამებს ჯუგური სამუშაოსთვის(4-5 მოსწავლე თითო ჯგუფში), ამოაქვთ გაკვეთილისთვის საჭირო რესურსები, იმისათვის რომ კომფორტულად ითანამშრომლონ.
III. წინარე ცოდნის გააქტიურება - 5წთ
ბუნებისმეტყველების მასწავლებელი სვამს კითხვებს ტემპერატურასთან დაკავშირებით როგორიცაა:
- რა არის ტემპერატურა?
- როგორ ვზომავთ ტემპერატურას ყოველდღიურად?
- როგორ მუშაობს თერმომეტრი? და ა.შ
IV. სენსორის წარდგენა - 3წთ
მოსწავლეთა ჯგუფებს ვურიგებ LM35 სენსორს, არდუინოს და ბრეადბოარდს. ხოლო ბუნებისმეტყველების მასწავლებელი მისი კომპეტენციის ფარგლებში უხსნის მათ ამ სენსორის მუშაობის პრინციპს.
VI. ჯგუფური დავალება - 20წთ
მოსწავლეებს ვაძლევ მითითებებს ჯგუფური დავალების შესასრულებლად.
- მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში LM35 პინებსა და მათ დანიშნულებაზე
- ამ ინფორმაციაზე დაყრდობითათაც სწორად შეაერთონ სენსორის პინები არდუნოს შესაბამის პინებთან.
- დაწერონ კოდი და ჩატვირთონ მიკრო კონტროლერში, რომლის დახარებითაც სერიულ მონიტორში ყოველ წამს გამოვა ინფორმაცია მიმდინარე ტემპერატურასთანდ აკავშირებით.
VI. ჯგუფური დავალების შეფასება - 6წთ
ჯგუფური სამუშაოს დასრულებისთანავე, უკვე მეცოდინება რომელმა ჯგუფმა რა პროგრესს მიაღწია, შესაბამისად, თითოეულ მათგანს დავუბრუნებ ზეპირ განმავითარებელ შეფასებას. თუ თითოეულმა ჯგუფმა წარმატებით გაართვა დავალებას თავი, გადავდივარ შემდეგ VII ეტაპზე. წინააღმდეგ შემთხვევაში VIIბ ეტაპზე.
VII. ჯგუფური დავალების განხილვა - 2წთ
თვალსაჩინოებისთვის პროექტორზე ვუშვებ კოდის, რომლის დახამრებითაც თერმული სენსორი ზომავს მიმდინარე ტემპერატურას, ვარჩევ კოდს, რის შმედეგაც ვპასუხობ მოსწავლეთა კითხვებს.
VIIბ. ჯგუფური დავალების განხილვა - 7წთ
პირად ლეპტოპს ვაერთებ პროექტორზე, ვუზიარებ მოსწავლეებს ჩემს ეკრანს სადაც, arduino ide გარემოში ვაჩვენებ კოდს, მისი შეყვანის ინსტრუქციას და მის გამართულ მუშაობას. თუ რომელიმე ჯგუფი ვერ მოიძიებდა ინფორმაციას პინების დანიშნულებაზე, მათ ამის შესახებაც გავუზიადებდი ინფორმაციას.
VIII. შენდეგი გაკვეთილისთვის შემზადება - 5წთ
მოსწავლეებს ვუწონებ კარგად შესრულებულ სამუშაოს და ვამზადებ შემდეგი გაკვეთილისთვის (რომლის თემაც იქნება LCD RC1602A მონიტორის მიერთება არდუინოზე და ტემპერატურის მაჩვენებლის ამსზე გამოტანა ) კითხვებით. “დიახ, ჩვენ შეგვიძლია ლეპტოპს მივაერთოთ არდუინო თერმული სენსორით, მაგრამ რა პრაქტიკული გამოყენება შეიძლება მივცეთ ამას?”
“რა დაგვჭირდება იმისთვის, რომ ლეპტოპის გარეშე მოვახერხოთ არდუინოთი ტემპერატურის გაზომვა და ინფორმაციის მიღება?”
IX. დავალება
მოსწავლეებს როგორც ყოველი გაკვეთილის შემდეგ, რაც მათ მათთვის ჩვეულებრივი და ყოველდღიურობის ნაწილია მოუწევთ ქვიზის შევსება. ხოლო თუ მოსწავლეებმა ჯგუფური სამუშაო იდეაქლურად შეასრულეს და მომავალი გაკვეთილისთემისთვის შემზადებაც დავიწყეთ, დამატებით მივცემდ ავალებას მოიძიონ ინფორმაცია და გზები, არდუინოს გამოყენებით, ლეპტოპის გარეშე ამოიღონ ინფორმაცია.
3 მაისის რეფლექსია
გავეცანით STEM ის შინაარს, მიზნებს და დადებით მხარეებს. გავეცანით ამ მიმართულებით საჭირო რამდენიმე მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა რეალური სიმულაციების შექმნის მიკრო კონტროლერების, ნახევარ გამტარების, დიოდებით და სხვა სხვა დეტალებით.




