🎯 შემოქმედებითი დავალება: „ახალი სიცოცხლე ძველ ტექნიკას!“
დავალება განკუთვნილია VI კლასის მოსწავლეებისთივს. სამიზნე ცნებაა ნებისმიერ შემთხვევაში “ინფორმაცია”, შესაძლოა შეითავსოს “კომპოუტერის აგებულება”, “ციფრული მოქალაქეობა”, “ალგორითმი” და “მომხმარებლსი გრაფიკული ინტერფეისი”
📘 დავალების აღწერა:
მოძებნეთ მოძველებული, “დრომოჭმული”, არა აქტუალური ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომლის თანამედროვეობაში პირვანდელი დანიშნულებით გამოყენება ფაქტიურად შეუძლეულია (მაგალითად: ძველი, ძალიან სუსტი ან დაზიანებული ტელეფონი, კომპიუტერი ლეპტოპი, მათი ნაწილი, მონიტორი, CD-პლეერი, მიკროტალღური ღუმელი და ა.შ.) და მოიფიქროთ, როგორ შეიძლება მისთვის ახალი დანიშნულების მიცემა თანამედროვე საჭიროებების გათვალისწინებით. ახალი დანიშნულება, ან მასთან მისასვლელი გზა უნდა ითვალისწინებდეს ჩვენს გაკვეთილებზე განვლილ თემებს. (“გაფუჭენულ უთოს სახრახსნისით გრძელი სახელური მივამაგრე და უთოდ ვიყენებ” არ პასუხსობს დავალებას)
მოწყობილობის წარდგენა
მაქვს ძველი კომპიუტერი მეორე თაობის I3, 3gb ოპერატიული მეხსიერებით, რომლის დანიშნულებაც თავის დროზე იყო ის ყველაფერი, რასაც თანამედროვე კომპიუტერები აკეთებენ, მაგრამ რადგან თანამედროვე საიტები, ფილმები თუ პროგრამები ზომაში იზრდება, ახალი ოპერაციული სისტემები კი თანამედროვე ინსტრუქციებს ითხოვენ როგორც პროცესორის, ასევე გრაფიკული ჩიპისკან, ფაქტიურად ეს მოწყობილობა გამოსადეგარი გახდა და წლებია აივანზე ცენტრალური გათბობის ქვაბის კარადაში გდია,
ახალი დანიშნულება
პრაქტიკული ნაწილი
📜 მაგალითი/პრეზენტაცია:
🛠️ ინსტრუქციები:
- აირჩიეთ ძველი ტექნიკის მოწყობილობა ან ნაწილი.
- გამოიკვლიეთ მისი ძირითადი ფუნქცია და აგებულება.
- დაგეგმეთ ახალი დანიშნულება – მოიფიქრეთ, როგორ და რისთვის შეიძლება მისი ხელახალი გამოყენება.
- შექმენით პროტოტიპი ან მაკეტი (სურვილისამებრ – შესაძლოა ეს იყოს ნახატი, კოლაჟი ან რეალური მოდელი).
- მოამზადეთ მოკლე პრეზენტაცია ან ვიდეო (3-4 წუთი), სადაც წარმოადგენთ:
- მოწყობილობას და მის თავდაპირველ დანიშნულებას
- ახალ იდეას და მიზანს
- როგორ დაგეხმარათ კვლევა და კრეატიული აზროვნება
- რა სირთულეები შეგხვდათ პროცესში
🎯შეფასების რუბრიკა:



