🧠გაკვეთილის გეგმა
🎯გაკვეთილის მიზნები
გაკვეთილის თემა: ფიშინგი
საგანი: კომპიუტერული ტექნოლოგიები
კლასი: VI
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წუთი
მოსწავლემ შეძლოს:
- ახსნას, რა არის ფიშინგი და როგორ მუშაობს იგი;
- ამოიცნოს ფიშინგ შეტევის სხვადასხვა ფორმები;
- გააცნობიეროს ფიშინგის შესაძლო საფრთხეები;
- განავითაროს კრიტიკული აზროვნება და დაცვითი ქცევები ციფრულ გარემოში;
📌წინარე ცოდნა
📚სასწავლო რესურსები და მასალები
მოსწავლეებს უკვე აქვთ წარმოდგენა შემდეგ ცნებებზე:
- პერსონალური მონაცემები (მაგ. სახელი, გვარი, მისამართი, პაროლი და ა.შ.)
- ჰოსტინგი, დომენი, DNS, HTML და მონაცემთა ბაზების დანშნულება.
- ელფოსტა, ბრაუზერი და ვებგვერდის მუშაობის ძირითადი პრინციპები
- PowerPoint პრეზენტაცია ფიშინგის თემაზე
- QR კოდი ლინკით დემო-ფიშინგ გვერდზე (იმიტირებული, უსაფრთხო მაგალითი)
- ჯგუფური მუშაობისათვის საჭირო ფურცლები, საწერი კალმები
- სავარჯიშო/ტესტი შეჯამებისთვის (გამსვლელი ბარათები Google Forms)
📊გაკვეთილის სტრუქტურა
I. კლასის მოწყობა - 2წთ
მოსწავლეები აწყობენ სამუშაო გარემოს,მერხებს და სკამებს ჯუგური სამუშაოსთვის(6 მოსწავლე თითო ჯგუფში), ამოაქვთ გაკვეთილისთვის საჭირო რესურსები, იმისათვის რომ კომფორტულად ითანამშრომლონ.
II. წინარე ცოდნის დააქტიურება- 2წთ
ვსვამ შემდეგ კითხვებს:
- რა არის ვებგვერდი?
- სად ინახება ვებგვერდი?
- რას აკეთებს კომპიუტერი, როცა ვწერთ „FB.COM“ ბრაუზერში?
პასუხებზე მოსწავლეებს ვაძლევ ზეპირ, განმავითარებელ შეფასებას
III. ახალ თემაზე გადასვლა/მოტივაციის ამაღლება - 4წთ
სატყუარა კითხვით:
„როგორ ფიქრობთ, რანაირად შეიძლება ვინმემ მოგვპაროს Facebook-ის პაროლი, ისე რომ არ იყოს ჰაკერი?“ მოსწავლეებს ვაძლევ შესაძლებლობას გამოხატონ საკითხის ირგვლივ თავიანთი ცოდნა და წინარე ცოდნაზე დაყრნობილი ლოგიკური ვარაუდები.
➡️ მოსწავლეების პასუხები:
თუ მპასუხობენ ტექნიკურად სწორად მაგრამ თემებზე, რომლებიც გაკვეთილის თემას არ ეხება, (მაგალითად MITM, Brute Force, DNS Spoofing, SQL Injection და ა.შ) მოსწავლეებს ძალიან მოკლედ, მაგრად ამომწურავად ვუხსნი ამ მეთოდების მუშაობის პრინციპებს და ვუთითებ, რომ ეს შემდეგი გაკვეთილების თემაა.
თუ მათი პასუხები გაკვეთილის თემასთან ახლოსაა, გადავდივარ უშუალოდ გაკვეთილის შემდეგ ეტაპზე, წინააღმდეგ შემთხევაში ვიყენებ დამხმარე კითხებს გაკვეთილის თემათან მოსაახლოვებლად.
დამხმარე შეკითხვები:
- „ხომ შეიძლება ადამიანი მოატყუონ?“
- „შეიძლება თუ არა, რომ ვიღაცას თავი სხვა პიროვნებად მოაჩვენო?“
➡️ თუ მოსწავლეები თავად არ ახსენებენ, მე მომყავს თვალსაჩინო სოციალური ინჟინერიის მაგალითი:
მაგალითი:
თქვენთან სახლში მოდის პოლიციელის ფორმიანი ადამიანი, გეცნობათ როგორც ლეიტენანტი ბიწაძე. გეუბნებათ რომ გუშინ ღამით თქვენი საცხოვრებელი ფართის წინ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, არიან მძიმედ დაჭრილები. უნდა დაგკითხოთ და თქვენი ჩვენება ჩავიწეროო. თქვენ აძლებთ თანხმობას, მოთხოვნის შესაბამისად წარუდგენთ პირადობას, რომელსაც გიბრუნებენ უკან. იწერენ თქვენს ჩვენებას, ყოველი შემთხვევისთვის ტელეფონის ნომერს და მიდიან. ეხლა აქ რა ხდება. ეს ადამიანი არ იყო პოლიციელი. ქუდზე მიმაგრებულ ემბლემაში, ქონდა ჩამონწაჟებული მაღალი რეზოლუციის კამერა. ვიდეო ჩანაწერიდან ამოიღო პირადობის კადრები, დაბეჭდა პლატმასის ბარათზე. გრიმით, პარიკით და სხვა საშუალებებით თქვენ მიგემსგავსათ მასიმალურად, ან საერთოდაც ვიდეო ჩანაწერიდან თქვენი სახის 3D მოდელი შექმნა და 3D პრინტერით დაბეჭდა. ამ ყველაფრით, მან ღამით, როცა თქვენ გეძინათ, ონლაინ ვაიარა ვერიფიკაცია თქვენი მობილური ოპერატორის საირზე, აღადგინა თქვენი ტელეფონის ნომრის ელექტრონული ვერსია (ESIM) და FORGOT PASSWORD ით, მარტივად წაგართვად ყველა ამ ნომერთან დაკავშირებული ანგარიში
IV. ახსნა: რა არის ფიშინგი? - 3წთ
ვაჯამებ მოსწავლეების აზრებს და გადავცემ შემდეგ ინფორმაციას:
ფიშინგი – ციფრული თაღლითობის ფორმაა, როდესაც თავდამსხმელი ცდილობს მოიპოვოს მომხმარებლის პირადი ინფორმაცია (მაგ: პაროლი, ბარათის ნომერი) მოტყუებით.
📌 ფიშინგის ფორმები:
- ე.წ. „ბანკისგან მოსული“ ელექტრონული წერილები
- ყალბი ვებსაიტები
- SMS შეტყობინებები
- QR კოდები
- ზარები სანდო ორგანიზაციის სახელით
ახსნის პროცესში ვიყენებ პრეზენტაციას
VI. ჯგუფური დავალება - 5წთ
დავალება:
ფიშინგისგან თავის დაცვა.
ინსტრუქცია:
- გაიხსენეთ ან მოიძიეთ და წარმოადგინეთ თქვენი აზრით საკმაოდ ეფექტური ფიშინგის სქემა.
- აღწერეთ მისი მუშაობის პრინციპი.
- აღწერეთ შესაძლო საფრთხეები.
- აუცილებლად წამრმოადგინეთ მისგან თავის დაცვის გზა!
დაფიქრება: გამოიყენონ რეალისტური ენა, დიზაინი, იდეა.
VI. პრეზენტაცია - 24წთ (6 ჯგუფი * 4)
თითოეული ჯგუფი წარადგენს თავის იდეას.
📌 შეფასება:
- ვუსვამ კითხვებს ჯგუფებს
- ვაფასებ, რამდენადსანდოა მოძიებული ინფორმაცია
- ვაფასებ, რამდენად ეფექტიანი შემოთავაზებული თავის დაცვის გზები
VII. შეჯამება და დავალება - 5წთ
📌 შეჯამება:
- რა ვისწავლეთ?
- როგორ შეიძლება ფიშინგის ამოცნობა?
- რას ვაკეთებთ, თუ ვიღებთ საეჭვო შეტყობინებას?
📌 დავალება სახლში:
გამსვლელი ბარათი-ს შევსება



